საგარანტიო პირობები. მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო შეკეთების მომსახურებით ავტორიზებულ სერვის-ცენტრში, თუ საგარანტიო პერიოდში პროდუქტს კონსტრუქციული ან საწარმოო დეფექტი აღმოაჩნდება.
INOI‑ს გარანტია გულისხმობს, რომ INOI‑ს ბრენდის აპარატულ პროდუქტსა და INOI‑ს ბრენდის აქსესუარებს, რომლებიც მოჰყვება ორიგინალ შეფუთვას („INOI‑ს პროდუქტი“), არ ექნება დეფექტები მასალისა და შესრულების ხარისხის კუთხით INOI‑ს სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად ჩვეულებრივი გამოყენებისას იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც დამოკიდებულია შეძენის ქვეყანაზე (საბოლოო მომხმარებლის მიერ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის პირობით) და რომელიც შემდგომში მოხსენიებულია, როგორც „საგარანტიო პერიოდი“.
გარანტია არ ვრცელდება შალითებზე, ჩანთებზე, ფიქსატორებზე, მოხსნად პანელებზე, კაბელებზე, დამოუკიდებლად დაყენებულ პროგრამულ უზრუნველყოფასა და სხვა აქსესუარებზე. ავტორიზებული სერვისცენტრის მიერ საგარანტიო მომსახურების გაწევა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს აქვს ორიგინალი საგარანტიო ბარათი კომპანია‑გამყიდველის ბეჭდით, ასევე, შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პროდუქტის საგარანტიო პერიოდი ხანგრძლივდება იმ ვადით, რომელიც სერვისცენტრს პროდუქტის გარანტიით გათვალისწინებული შეკეთებისთვის დასჭირდება.
გარანტია, შესაძლოა, გაუქმდეს, თუ დაფიქსირდება: მექანიკური, ელექტრული ან სითბური, ასევე, სითხეების ან კონდენსატის ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება; არასათანადო (მათ შორის, არაორიგინალ აქსესუარებთან ერთად) გამოყენებით გამოწვეული დაზიანება; არასანქცირებული გახსნით, შეკეთებით, ცვლილებით, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის არასწორად დაყენებით გამოწვეული დაზიანება; ვირუსული შეტევებით, არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით გამოწვეული დაზიანება; დამცავი ჰერმეტიზატორების, სარტყლების, სტიკერებისა და ა.შ. დაზიანება; მესამე პირთა ქმედებებით, ფორს‑მაჟორული ვითარებით, არასათანადო შენახვითა და ტრანსპორტირების წესების დარღვევით გამოწვეული დაზიანება.
შენიშვნა: საგარანტიო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ ელფოსტის მისამართზე 24@inoi.com ან ეწვიეთ INOI‑ს ავტორიზებულ სერვის-ცენტრს თქვენს ქვეყანაში.
კომენტარები
0 comments
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.